მიხეილ სააკაშვილი: "ოცნების" თავმჯდომარედ იმბეცილი კობახიძის დანიშვნა საზოგადოების დაცინვაა

1610386621
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.
"იმბეცილი კობახიძის დანიშვნა ეს ხომ დაცინვაა ქართული საზოგადოების. ყველას გვაქვს თვალები და ყურები, ყველას გვაქვს შეფასების უნარი, იმის მიუხედავად, ვინ რა აზრზე ვართ.
რამდენიმე თვის წინ იყო მასთან ამერიკის ელჩი და პირობა იყო, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას. ამიტომ, ის დაპირდა ამერიკელებს, იმიტომ რომ ქნების ნაწილი ამერიკაში აქვს. ეს რომ ასე იყო ზუსტად ვიცი, ისევე როგორც ზოგიერთი ევროპელიც უყენებდა ამ წინაპირობას და ის ამას დასთანხმდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
P.S. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ სიძულვილის ენით გამოხატულ განცხადებებსა და დამაკნინებელ კონტექსტში შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს პოლიტიკურ ლიდერებს.