"ოპოზიციიდან ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ "ლუზერის" ფსიქოლოგია", - განაცხადა პატიმარმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სააამართლო პროცესზე.

მისი განმარტებით, ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს.

"სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ "ლუზერის" ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა და ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება. დრო გავა, ეგოები ჩაგიცხრებათ, ბევრი წავა, მაგრამ ბევრად მეტიც მოვა, მერე გარჩევები და ხელის ქნევები ძალიან გვიანი იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.