საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ, „ქართული ოცნებისვე“ კვლევით, მისი რეიტინგი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს გაუტოლდა.

მისი თქმით ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა.

„მაგარი ამბავი! „ქოცებისვე“ ჩატარებულ ბოლო კვლევაში, პირველად 2012 წლის შემდეგ, მე გავუტოლდი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს.

ორივეს დაგვიწერეს 35-36%. დანარჩენი ვერცერთი პარტია ვერ სცდება 3%-ს, რაც იმის შედეგია, რომ ოპოზიციამ ჩემი ოპონირება აირჩია მთავარ პრიორიტეტად, იმის მაგივრად, რომ დიქტატურას მწვავედ დაუპირისპირდეს, იქცა მეორად, second-hand ოპოზიციად და second-hand ვის რაში სჭირდება.

თან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი „ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.