"ქიციც და ქიცმაცურიც გაუთხარეს ქოცებს, მათ მიერ თაყვანისცემის ობიექტად ქცეულ ადგილში! ",- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად.
ისედაც უზარმაზარ შარშია კოლაბორაციონისტული ჩმორული პოლიტიკა, მის დედა რუსეთთან. ამ უკანასკნელმა არ დაუფასა და თავზე ემსხვრევა მთავარი, რაზეც ის აქამდე იდგა. ქიციც და ქიცმაცურიც გაუთხარეს ქოცებს, მათ მიერ თაყვანისცემის ობიექტად ქცეულ ადგილში! "- წერს მიხეილ სააკაშვილი.









