ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ემიგრაციასთან შეხვედრის დროს კონკრეტული ნაბიჯები განიხილონ, თუ როგორ აიძულონ რუსული ხელისუფლება დაუშვას ემიგრაცია არჩევნებზე. მაგალითად: კენჭისყრა უცხოეთის უბნებზე 1 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, უნდა გაიხსნას დამატებითი უბნები, ყოველმა 50-მა ამომრჩეველმა უნდა მოითხოვოს უბნის გახსნა და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკა დგას მთლიანად ემიგრაციაზე. ემიგრაციის დაბრუნება საქართველოში ნაციონალური იდეის უმნიშვნელოვანესი ნაწილია",- წერს სააკაშვილი.