განათლების რეფორმით ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა აქ, საქართველოში მიიღონ ევროპული განათლება. - წერს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:
"მინდა მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება! არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს თუ როგორი სკოლები ჩავიბარეთ და რა მდგომარეობაში იყო საკლასო ოთახები. მე უფრო დღევანდელობა მაწუხებს, რომ მოსწავლეების სასკოლოდ მომზადება ოჯახებს ძალიან მძიმე ტვირთად აწევს.
ჩვენი მომავალი თაობა იმსახურებს ხელმისაწვდომ განათლებას, უსაფრთხო სკოლას. მოდის ძალიან ლამაზი და საღი აზროვნების მქონე თაობა, რომელსაც ვერანაირი ოლიგარქი ვერ წაართმევს მომავალს.
განათლების რეფორმით ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა აქ, საქართველოში მიიღონ ევროპული განათლება.
მე მჯერა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა სულ მალე იტყვის გადამწყვეტ სიტყვას საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე!"