ჩემი აზრით, ივანიშვილი აპირებს, უკვე წელს არეულობის პროვოცირებას, მასობრივ რეპრესიებს, ტელევიზიების დახურვას და მომავალი წლის არჩევნების ფორმალობად ქცევას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა.
„ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თან ეს მოხდეს სკანდალით, რათა პუტინმა მაქსიმალურად დააფასოს ეს ამბავი. ასეთი პოლიტიკის პირობებში, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ვინაიდან თუ საქართველო არ შეიცვალა, ევროკავშირს მოუხდება ყველა საკუთარ პრინციპზე უარის თქმა, რაც არავისთვის არ იქნება კარგი. ჩემი აზრით, ივანიშვილი აპირებს, უკვე წელს არეულობის პროვოცირებას, მასობრივ რეპრესიებს, ტელევიზიების დახურვას და მომავალი წლის არჩევნების ფორმალობად ქცევას.
მას შემდეგ, რაც ბორელი საჯაროდ დაამცირეს, (მე ის გამიკვირდა, რომ არ გაჩხრიკეს და ფეხსაცმელში რამე არ უპოვეს, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის მანდატი), არ უნდა მოველოდეთ, რომ ამ უსაქციელობაზე ვინმე თვალს დახუჭავს. ვინაიდან ამ პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პირველ რიგში, დარტყმა იქნება თვითონ ევროკავშირის პრესტიჟზე. არგუმენტს, რომ მთავრობა არა, ხალხი იმსახურებს სტატუსს, ბრიუსელში პასუხობენ სულ უფრო მეტად შემდეგს: ხო და ამ ხალხმა ჯერ ეს მთავრობა გამოცვალოს და მერე მიიღებს სტატუსს. არსებულ პირობებში, სტატუსის მიღება ბევრი ევროპელის გადმოსახედიდან კიდევ უფრო დაამძიმებს ქართველი ხალხის მდგომარეობას. ამას ყველაფერს ვამბობ დიდ გულისტკივილით, ვინაიდან პირველმა მე ავწიე ევროკავშირის დროშა. მე ვიდექი კარლ ბილდტის და რადეკ სიკორსკისთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის, ე.ი. ასოცირების ხელშეკრულების სადავეებთან“,- აცხადებს სააკაშვილი.