მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხის მიმდინარე განხილვას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც დღეს დილიდან, გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენენ .

"ეს მოღალატეები რომ ამბობენ თითქოს პატივს სცემენ ქართულ ჯარს, მათ არ გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე მეომრების სია რუსებს? 

და მისცეს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანაში გაენადგურებინათ ჩვენი გმირები"- წერს მიხეილ სააკაშვილი.