საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 თებერვალს გამართულ აქციებს  ეხმაურება და სოციალურ ქსელში  მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა, მთელს მსოფლიოში ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 20 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მსოფლიოში და საქართველოში აქციები გაიმართა.