გუშინდელი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ФСБ ახლა უკვე თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს,- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სომხეთმა ქვეყნიდან გაყარა რუსი ФСБ-შნიკები, რომლებიც ერევნის ზვარიტნოცის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს ახორციელებდნენ.
გუშინდელი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ФСБ ახლა უკვე თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს.
აქედან უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, ახლა უწყვეტი მოქმედების დროა!“,- წერს სააკაშვილი.