ახალგაზრდებმა რაღაც ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს პოლიციური და „ტიტუშკების“ ძალადობის გამკლავებაში - ვისწავლოთ მათგან, თუ დაგვთანხმდებიან, რომ გვასწავლონ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ეს იყო წარსულის და მომავლის დაპირისპირება.ყველანაირი მცდელობა რომ ეს ახალგაზრდები ვინმემ დარაზმოს და ერთპიროვნულად უხელმძღვანელოს განწირულია. მათი მთავარი ღირსება არის ის რომ ისინი არ ცნობენ ავტორიტეტებს, მეორეს მხრივ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა ვესაუბროთ ძალიან ბევრი, მოვუსმინოთ და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებაც. ჩვენ დროს ჩანაცვლდა რუსული-ინგლისურით, საკლასო რვეული-კომპიუტერით,მოიხსნა საფრთხის და ძალადობის განცდა, გაიხსნა ევროპა. მათ არ იციან რა არის ბნელი ქუჩები და კორუფცია და ამ ყველაფერში ჩვენც გვაქვს პატარა წვლილი შეტანილი. ამიტომ ამ თაობით, რომელმაც არა მხოლოდ ბევრად მაგრად იბრძოლეს, არამედ რაღაც ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს პოლიციური და ტიტუშკების ძალადობის გამკლავებაში.ასე რომ ვისწავლოთ მათგან, თუ დაგვთანხმდებიან, რომ გვასწავლონ“ - წერს სააკაშვილი.