15 ოქტომბერს რუსები ივანიშვილთან ერთად აპირებენ მორიგი "ტრიუკის" ჩატარებას. ჩაჰყავთ აფხაზები და ოსები მოსკოვში რათა შექმნან "საქართველოსთან შერიგების" იმიტაცია." - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ამ ორი იდიოტის დასაცინი რომ გახდება მთელი ქართველი ერი - აფსუა სეპარატისტებს ჟრიამული აქვთ ატეხილი ივანიშვილის განცხადების გამო, რომ ყველაფერი სააკაშვილის და "ენმ"-ის ბრალია და აცხადებენ, რომ ამ განცხადებას უკვე მოყვა საოკუპაციო ხელისუფლებისთვის სასარგებლო შედეგები და თუ ივანიშვილი დარჩა, მას მოჰყვება აფხაზეთის სრულფასოვანი აღიარება.

აბა მშვიდობის მტრედები და სინამდვილეში საქართველოს მნგრეველებო გამოდით მინდა სათითაოდ დაგთვალოთ.

გუშინ რუსეთის დაზვერვის უფროსმა ნარიშკინმა პირდაპირ მხარი დაუჭირა ივანიშვილს. 15 ოქტომბერს რუსები ივანიშვილთან ერთად აპირებენ მორიგი "ტრიუკის" ჩატარებას. ჩაჰყავთ აფხაზები და ოსები მოსკოვში რათა შექმნან "საქართველოსთან შერიგების" იმიტაცია.

რუსეთი რომელმაც შექმნა უამრავი ტრაგედია აფხაზეთში და ცხინვალში, ჩვენ რომ ენერგიულად არ გვემოქმედა გვართმევდა აჭარასაც. ახლა შეეცდება მშვიდობის მტრედის როლის მორგებას 10 დღით იმაზე გათვლით, რომ ქართველი ერის უმრავლესობა მეხსიერების არმქონე იდიოტია.

ყველას ვინც ამ ჩემს პოსტს წაიკითხავს მინდა ვთხოვო დაელაპარაკონ ყველა ახლობელს, ნაცნობს და განუმარტოს ამ "ტრიუკის" საფრთხე."