საარჩევნო მიზნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან კოალიცია, ან გაერთიანება არ გვექნება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„ჩვენი მკაფიო გადაწყვეტილებაა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან კოალიცია, ან გაერთიანება არ გვექნება საარჩევნო მიზნებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობას, თუ ეს საკითხები ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ არასოდეს არავისთან თანამშრომლობაზე უარი არ გვითქვამს. მაგრამ თუ საუბარი არის გაერთიანებებზე - ვისთან უნდა გავერთიანდეთ? ვისთან შეიძლება რომ გავერთიანდეთ? რომელია ასეთი პოლიტიკური პარტია?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.