მერაბიშვილი: არ ვაპირებ ვინმეს სკამი დავიკავო და ვიკინკლაო- საქმეს ანგარების გარეშე გავაკეთებ!

1582875583
ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პოლონეთში ვიზიტისას "მთავარ არხთან" საუბრიას განაცხადა, სადაც სამომავლო პოლიტიკურ გეგმეზე ისაუბრა.
ვანო მერაბიშვილის თქმით, ის არავისთან აპირებს ანგარიშწორებას.
ვანო მერაბიშვილი: გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როდესაც მე ჩამოვყალიბდები. ეს საკითხი სერიოზულია. მჭირდება კონსულტაციები. მე ვიყვი 6 წელი და 9 თვე სრულ იზოლაციაში. ჩემი მხრიდან, ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა არასერიოზული. ძალიან სერიოზულად ვუყურებ ჩემს ქვეყანას, მომავალს, რომ ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება მივიღო. ეს არ არის პოზიორობა. ეს არ არის თავის დაფასება. ეს საქმისადმი სერიოზული მიდგომაა.
ჟურნალისტი: მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა იქნება თუ არა გადამწყვეტი?
ვანო მერაბიშვილი: ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და რჩევები მნიშვნელოვანი იქნება. ისევე როგორც, სხვა ჩემი მეგობრების რჩევევი. არ ვაპირებ არავისთან ვიკინკლაო, ვინმეს სკავი დავიკავო. გავაკეთებ ჩემ საქმეს ანგარების გარეშე. არავის პირობას არ ვუყენებ. ადგილების და პირადი ანაგრიშწორებაზე საუბარს.
ჟურნალისტი: პარტიას არ შექმნით?
ვანო მერაბიშვილი: არა, არავითარ პარტიას არ შევქმნი!
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, პოლონეთში გაემგზავრა.
„ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას. როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის შვიდი წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, – აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.