საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის.

მელანია ტრამპი მადლობას უხდის თამარ ბაგრატიონს 2026 წლის მარტში, თეთრ სახლში გამართული გლობალური კოალიციის სამიტში მონაწილეობისთვის.

როგორც მელანია ტრამპი აღნიშნავს, შთამბეჭდავი იყო განათლების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობის შესახებ გამართული დისკუსიები.

„წარმოდგენილი იყო პერსპექტივების ფართო სპექტრი, თუმცა ჩვენ ერთიანები ვიყავით ჩვენს მიზანში უზრუნველვყოთ და გავაძლიეროთ ბავშვები, მშობლები და პედაგოგები, რათა ისწავლონ, განვითარდნენ და წარმატებით იცხოვრონ უფრო უსაფრთხო ციფრულ სამყაროში“,- აღნიშნულია წერილში.