"უმრავლესობა შეთანხმდება თამაშის საერთო წესებზე და იქნება გუნდურობა" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განმარტებით, გუნდის შიგნით არის რესურსი რომ ყველაფერი დალაგდეს.
"შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ნუ ელოდებით ჩემგან ან გუნდის დანარჩენი წევრებისგან საპასუხო განცხადებებს, როგორი კითხვაც არ უნდა დამისვათ, ჩემი პასუხი არის იგივე, რომ ნამდვილად არის გუნდში რესურსი, რომ ჩვემ თამაშის საერთო წესებზე შევთანხმდეთ და გაცილებით მნიშვნელოვან თემებს მივაპყროთ ყურადღება. რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამევს ამაზე ვისმჯელებთ არამხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე, არამედ ამაზე კიდევ იქნება შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდებით თამაშის საერთო წესებზე და იქნება გუნდურობა. ყველაფერი დალაგდება და საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეულ რიტმში გააგრძელებს მუშაობას. მხარეები აქ არ არსებობენ, აქ არის გუნდი. გასაგებია, რომ გარკვეული წევრები აკეთებენ განსხვავებულ განცხადებებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გუნდის შიგნით ნამდვილად არის იმის რესურსი, რომ ყველაფერი დალგდეს"-განაცხადა მდინარაძემ.
ფრაქციიას თვმჯდომარის განცხადებითვე, არის გარკვეული უხერხულობები, რაღაც განცხადებების გამო, თუმცა ამაზე საპასუხო რეაქცია, გამომდიდინარე მრავალი ფაქტორიდან, არ ექნება.




