გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო სამინისტრო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და ასევე გერმანიის ელჩ ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებდა. ამ მიზეზით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა ელჩი ფიშერი შემდეგი ნაბიჯების განსახილველად კონსულტაციებისთვის გაიწვიოს.

ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.