პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი ტიპის პროექტს აკრიტიკებ, ხარ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მომართული.
"ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით სპეკულაციები არის მავნებლობა, მით უმეტეს, როდესაც ეს წამოსულია ისეთი პარტიების მხრიდან, რომელთა დამფუძნებლებიც არიან ბიზნესმენები. პირველ რიგში მათ უნდა იცოდნენ და ჰქონდეთ ინფორმაცია თუნდაც კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩვეული საერთაშორისო პრაქტიკა და არაერთი ხელშეკრულება აქვს საქართველოსაც დადებული, რომელსაც აქვს საიდუმლოების კომპონენტი.
ისინი აპელირებდნენ, რომ მაგალითად, მოხდება არაბიზაცია, მიწის გასხვისება, მეჩეთების მშენებლობა და ასეთი სისულელეები. მსგავსი ტიპის ტყუილი განცხადებებით ჰგონიათ, რომ ხალხს გაუღვიძებენ ემოციებს. დღეს ისინი განიკითხავენ იმ ხელშეკრულებას, სადაც სახელმწიფოს წილი არის 33%, სადაც მიწის საკუთრება არის სახელმწიფო, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აქვს მიგრაციული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული და არავითარი არაბიზაცია და მსგავსი ტიპის სპეკულაციებს არ მოიცავს. სახელმწიფოში შეიქმნება 24 000 სამუშაო ძალა პროექტის განხორციელებაში და, სულ მცირე, 8000 მუდმივი სამუშაო ძალა. შესაბამისად, როდესაც მსგავსი ტიპის პროექტს აკრიტიკებ, პირველ რიგში, ხარ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მომართული," - აცხადებს მარიამ ლაშხი.




