„შულერების პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი, რომელი ტრიუკითაც აპირებენ დახვდნენ ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს.“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავდაცვის მიმართულების მდივანი მამუკა ყურაშვილი ღარიბაშვილის დაპირებაზე - ვეტერინარების პენსიაზე

„შულერების პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას. ვხედავთ, რომ თაღლითობით არიან დაკავებულები და მე ვფიქრობ, რომ ჩანაფიქრი აქვთ მიწიონ არჩევნებისკენ, რათა ასეთი ტრიუკით დახვდნენ ჩვენ დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებსაც სისხლი აქვთ ამ ქვეყნისთვის დაღვრილი, რომლებსაც არაერთხელ ჩაუხედავთ სიკვდილისთვის თვალებში და ცდილობენ, რომ ამ ადამიანების გაჭირვებით ისარგებლონ.“ - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.