"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება განცხადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ.

"საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო…

თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო…

არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ-ხოლმე…", - წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას. დიპლომატიურმა მისიამ საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს აფინანსებდა.