რაც არ უნდა „რუსული“ ეძახონ ყველაფერ ქართულს, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ , „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე  ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკონ, რაც არ უნდა დაავალონ მათ გარედან, რაც არ უნდა „რუსული“ ეძახონ ყველაფერ ქართულს, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ტრადიციულსა და გადაგვარებულს და ბოლო-ბოლო, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.