ამბობენ, რომ პარლამენტში არ შემოვლენ. მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

„მოვუწოდებ, არც ერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ. ვურჩევ, რომ საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა პუფები არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ და ვერ წაიღონ. რაც უნდათ ისე გააკეთონ, ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვიმუშავებთ და არ დავუშვებთ, რომ აგენტურამ ამ ქვეყნის საბოტაჟი განახორციელოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.