ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

,,მარტო იმიტომ ღირს გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ მაგალითად ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან რომ ფინანსდება პარალელურად სად ემთხვევა რუსული და დასავლური სხვადასხვა ფონდების, თუ დონორების ინტერესები არ გაინტერესებთ? მე პირადად მაინტერესებს, ოჯახს მილიონობით რუბლით რომ აფინანსებს  რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ლეგენდით-მემკვიდრეობა, იმავე ოჯახის წარმომადგენელს პარტია ,,დროას“ ლიდერ ხოშტარიას რომ აფინანსებს დასავლური რომელიღაც დონორი ორგანიზაცია სად არის ინტერესთან თანხვედრა?“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.