კამერებში არ ჩანს შურდულებით გატყორცნილი „ბოლტ გაიკებს“ რომ ვეძახით, ჭანჭიკები და თავები რომ უტყდებათ კრიმინალური, თუ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, ვისაც „შლემი“ არ ახურავს. აქეთ გვეცოდება [აქციის მონაწილეები] და იქით [პოლიციელები] არ გვეცოდება, რანაირი ამბავია?! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ცალმხრივი დაგმობები და ცალმხრივი შეცოდებები არ არის ობიექტური, თორემ, კი ბატონო. ამ დროს პოლიციელებს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, არაფერი თურმე, ოღონდ ფეხები და ხელები და სახეები ეწვებათ ისე, რომ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი იყოს და „შრამები“ დარჩეთ, ცოცხლები გადარჩნენ მთავარია. უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, რომ პოლიციელს სახეში თუ ესვრის ქვას, იმ რაღაცებს, რომელიც არ ჩანს [კამერაში], [დაისჯება]. თქვენთან [ჟურნალისტებს მიმართავს] ჩანს პიროტექნიკა კამერებში, დიდი ნასროლი ქვები, გუშინ საოცარი კადრები ვნახეთ, მაგრამ არ ჩანს შურდულებით გატყორცნილი „ბოლტ გაიკებს“ რომ ვეძახით, ჭანჭიკები და თავები რომ უტყდებათ კრიმინალური, თუ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, ვისაც „შლემი“ არ ახურავს. აქეთ გვეცოდება [აქციის მონაწილეები] და იქით [პოლიციელები] არ გვეცოდება, რანაირი ამბავია?!
თქვა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მიხვდა, ეყო გონიერება, ალბათ სინდისმაც შეაწუხა რომ ეთქვა, ვნანობ რაც ჩავიდინეო. თუ გეცოდებათ, ამ ბავშვებს ნუღარ უთვლით ადვოკატების პირით ბოლომდე სჯობს მიაწვეთ და ამბოხებაზე ილაპარაკეთო. მსხვერპლი უნდათ, [ციხეში] უნდათ ჩატოვონ. მსხვერპლი უნდათ იმ გაგებით, რომ აგერ ბავშვები არიან დაჭერილები. ჯერ თურმე არასრულწლოვანები იყვნენ, მერე აღმოჩნდა, რომ არცერთი არაა არასრულწლოვანი და ათვითცნობიერებენ ბოლომდე თავის მიერ ჩადენილ ქმედებას. სპეცრაზმელებიც არიან 18-19 წლის ახალგაზრდები. ისინიც გვეცოდებიან“, - აღნიშნა მდინარაძემ.