„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს - ვინ ექაჩებოდათ, ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ. არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს.
ასეთი ჯერ არ უქნია არავის“, - წერს მამუკა მდინარაძე.