მამუკა ხაზარაძე „სამშენებლო ამნისტიაზე“: რატომ უნდა აპატიოს თბილისმა იმ ადამიანებს, დეველოპერებს, რომლებმაც თბილისი დაამახინჯეს?

1622454899
ვიცით თუ არა ჩვენ ამ ამნისტიით რა მასშტაბის დანაშაულზე ვსაუბრობთ და გაქვთ თუ არა პორველი 50 ან 100 შემთხვევის ჩამონათვალი, თუ რა ჯარიმაზეა საუბარი. უფრო ხაზგასმით, რომ ვთქვა ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს სასიკვდილო ჭრილობა, ვინ ჩაიდინა უბრალოდ გადაცდომა, გააკეთა მსუბუქი დანაშაული და აქვე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს ვინც უბრალოდ 3 კვ.მ მიაშენა, რადგან თავისი მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, რა თქმა უნდა, ესეთ ადამიანებს, შემდეგ რომ არ იყოს სპეკულაცია, ამ ადამიანების პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებაში, მე პირადად პრობლემას ვერ ვხედავ და მხარს ვუჭერ... მაგრამ, მაქვს კითხვა - ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი და რატომ უნდა ვაპატიოთ ჩვენ ამ ადამიანებს, რამდენი უნდა ვაპატიოთ ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებმა, ის ჯარიმა, რომელიც მათ დაეკისრათ, - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
"მეორე საკითხი, თქვენ ბრძანეთ, რომ თორმეტი ათასი ნებართვა გაიცა. აქედან ექვსი ათასი არ არის ექსპლუატაციაში შესული. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მერიაში მომუშავე გუნდი ვერ ასრულებდა იმ დავალებას, რომ მსგავსი საკითხები აღეკვეთა შესაბამისი ფორმით. თუ ერთი მხრივ, რამოდენიმე ხნის წინ თქვენ წარმოადგენდით მერიას, ცოტა ინტერესთა კონფლიქტს ვხედავ, იმ გაუკეთებელი საქმეების ამნისტირებას ითხოვთ, რადგან ამბობთ იქ, მერიაში, ვერ შევასრულეთ კარგად ჩვენი საქმე სხვადასხვა მიზეზებისდა გამო; ახლა ამბობთ, მოდი ყველაფერი დავივიწყოთ, ჰუმანური აქტი მივიღოთ და ყველას ყველაფერი ვაპატიოთ.
მესამე საკითხი - რა ჩამკეტი მექანიზმი აქვს საერთოდ იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაული მომავალში არ მოხდეს. ქალაქ თბილისში აღვირახსნილი დეველოპმენტი ხორციელდება, სადაც პრაქტიკულად ადამიანებს არ აქვთ არანაირი პერსპექტივა, რომ თავისი ცხოვრება დაგეგმონ, რადგან დღეს ნაყიდ ბინაში და ხედში, ხვალ ავუშენებთ ბეტონის კედელს. აღარ ვლაპარაკობ მითვისებულ რეკრეაციულ ზონებზე ბაღებზე, სკვერებზე და ა.შ.
ამ ყველაფერს ვაპატიებთ დეველოპერებს. ეს ხომ არ გეჩვენებათ, რომ ძალიან უსამართლოა იმ კომპანიების მიმართ, ვისაც კანონი არ დაურღვევია, პატიოსნად ექცევიან ქალაქს, არც ზედმეტი კვადრატული მეტრები დაუშენებიათ, იმიტომ, რომ ქალაქის მერიამ თვალი დახუჭა ამაზე და ახლა უბრალოდ არასამართლიან მდგომარეობაში ვარდებიან.
ეს ბიზნესი ემყარება თანაბარ, კონკურენტულ გარემოს შექმნას. სახელმწიფოს ამოცანაა თანაბარი კონკირენტული გარემო შექმნას ყველასთვის. თუ სამშენებლო ბიზნესზე ვსაუბრობთ, თქვენ არ გქონდათ თანაბარკონკურენტული გარემო შექმნილი, რადგან ვინც იცოდა, რომ ამნისტია იქნებოდა ყველამ მოასწრო ქალაქის კუთვნილი ქონების მითვისება. ახლა ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი გავათეთროთ.
მე ვფიქრობ, რომ სანამ შინაარსობრივად საზოგადოებას და თბილისის მოსახლეობას არ ვაჩვენებთ, რატომ უნდა აპატიოს თბილისმა იმ ადამიანებს, დეველოპერებს რომლებმაც თბილისი დაამახინჯა, რა უჯდება ეს ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს", - ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც "სამშენებლო ამნისტიის" კანონპროექტს განიხილავენ.