დღეს ყველა მოწმენი გავხდით შემზარავი ფაქტის, ოკუპანტებმა მოგვიკლეს ჩვენი თანამოქალაქე, ეს არის დანაშაული, ეს არის მკვლელობა და კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი", - ეს განცხადება „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, რითაც სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
„მოვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს ის მკვლელები ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს. ეს იქნება სწორი მოთხოვნა. დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება“, ეს არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.