მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს, სცენაზე გამოსვლისას.

„მინდა გულწრფელი პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენგანს და მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი, მანამ სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება სრულად თავისუფალი.

მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - „არა რუსულ ხელისუფლებას“. მთელი ჩემი ცხოვრება, სანამ ბიზნესში ვიყავი, სულ ვფიქრობდი, რომ ეს ქვეყანა სტაბილური ყოფილიყო. მაგრამ დღეს დადგა ძალიან სერიოზული მომენტი, როცა ჩვენ ქვეყანას ეგზისტენციალური პრობლემა დაუდგა, ამიტომ უნდა მოვემზადოთ უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის. ეს იქნება ის ხაზი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ.

მინდა თითოეულ ახალგაზრდა დიდი პატივისცემა და სიყვარული დაგიდასტუროთ - საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.