"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნებისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"1. ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების  გაუქმება;
2. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის;
3. ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით;
4. გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში. 
ეს ბოლო სამი დღის ამბებია...
კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?


26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა! - წერს მამუკა ხაზარაძე.