ნიღბები ავიფაროთ, სრულ მორჩილებაში ვიყოთ, თუ რა გავაკეთოთ?!  სახელმწიფომ როგორ არ უნდა უზრუნველყოს დაცვა იმისგან, რომ ასეთი საზარელი ფაქტები არ ხდებოდეს?! ეს არც დამთავრდება, თანდათან უფრო გაღრმავდება და დიდი საშიშროებაა, იმ ოჯახებსაც მიადგეს ზიანი, რომლებიც ახლა მიიჩნევენ, რომ დღეს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა - ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

"არაორდინარული გარეგნობა ძალიან მიყვარს, ხშირად ვიხოტრავ თავს და გადაპარსული ვმოძრაობ ხოლმე და მქონია მეც ასეთი შემთხვევა, რომ ვიღაცას შეიძლება თვალში არ მოუვიდეს ქალი უთმოდ. რაღაც ჩარჩოები და კლიშეები ხომ არსებობს, რომ ქალი უთმოდ აუცილებლად უნდა იყოს  ავადმყოფი. გახსოვთ ალბათ, ჩრდილოეთ კორეაში ერთნაირი თმის ვარცხნილობა და ჩაცმულობა უნდა ჰქონოდათ ქალებს. უკვე ვფიქრობ, რომ შეიძლება დაიწყონ ოფიციალურად იმაზე ლაპარაკი, რომ ქალმა უნდა ჩაიცვას გრძელი კაბა, რომ არ გაღიზიანდეს მამაკაცი, რომ არ იყოს ჩვენი გარეგნობა მაპროვოცირებელი, რომ თავს დაგვესხან. საერთოდ იქნებ ვერც გავარჩიოთ ვინ არის ქალი, ვინ არის კაცი. ნიღბები ავიფაროთ, თუ რა გავაკეთოთ? სრულ მორჩილებაში ვიყოთ? როგორც მიგვითითებენ ისე უნდა გამოვიყურებოდეთ? სახელმწიფომ როგორ არ უნდა უზრუნველყოს დაცვა იმისგან, რომ ასეთი საზარელი ფაქტები არ ხდებოდეს. ეს არც დამთავრდება, თანდათან უფრო გაღრმავდება და დიდი საშიშროებაა, იმ ოჯახებსაც მიადგეს ზიანი, რომლებიც ახლა მიიჩნევენ, რომ დღეს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა"_ აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.