ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ბიუროს არაოფიციალური სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

 

სხდომის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს.

 

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

 

ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები  და 2023 წლისთვის  განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.

 

სხდომაში ევროპარლამენტის წევრები და აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად, როტაციის პრინციპით, მოლდოვას რესპუბლიკის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ინა კოსერუ აირჩიეს.