სლოვაკეთი და უნგრეთ არ იზიარებს იმ კრიტიკას, რომელიც მოდის დაუმსახურებლად საქართველოს მიმართ ბრიუსელიდან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ოფიციალური ვიზიტისას.
მისივე თქმით, სამივე ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს პირველ რიგში ბრიუსელის არასამართლიანი მიდგომა უშლის ხელს.
„მქონდა შესაძლებლობა სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვედროდი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ განხილვებზე, რომელიც გუშინ გაიმართა ევროკავშირის ფარგლებში. ორივეს მხრიდან არის საქართველოს სრული მხარდაჭერა. არცერთი ქვეყანა არ იზიარებს იმ კრიტიკას, რომელიც მოდის დაუმსახურებლად საქართველოს მიმართ ბრიუსელიდან და მაქსიმალურად ეცდებიან და ცდილობენ იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ჰქონდეს მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ ბრიუსელის არასამართლიანი მიდგომა საქართველოსთან პირველ რიგში, არის ის, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.