საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს, ისრაელისა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ევროკავშირის გაფართოების პროცესს.
ასევე განიხილეს რეგიონში არსებული კონფლიქტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე, რეგიონის როლი და მნიშვნელობა, საქართველოს პრიორიტეტები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
ხაზი გაესვა საქართველოსთვის მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას სტრატეგიული მიზნების განხორციელების კონტექსტში.
საუბარი შეეხო ევროკავშირის ურთიერთობებს კანდიდატ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან.