ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონისთვის და მისი როლის გაძლიერების შესაძლებლობები.  ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა მიმართულებები.

 ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა.