საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს "პარიზის მშვიდობის ფორუმში", რომლის ფარგლებშიც იმართება ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.