სამართლებრივი პროცესი ადასტურებს, რომ სრულიად მართალია ბიძინა ივანიშვილის მხარე და სამართლებრივად კითხვები არ არსებობს ამ დავასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკური მდგენელიც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავა სრულად ამოწურულად ჩაითვალოს. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სწორედ პოლიტიკური მდგენელის ნაწილიც იყოს, ასე ვთქვათ, მოგვარებული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, ლონდონის უზენაესმა სასამართლომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან დავაში ყველა პუნქტში გაამართლა.