საიდან შემოგიაროთ, როგორ მოგმართოთ, ე.წ. ოპოზიციის ლიდერ- სპიკერებო, რომ რასაც იმსახურებთ ის მოგართვათ, და თან სახე არ დავკარგო?!
ეპითეტებს ისეთს იმსახურებთ, აქ რომ არ დაიწერება, მაგრამ მავნებლები ნამდვილად გამოდექით მავნებლობაა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ამ ვითომ აქციებით. რომლებსაც ისე გეგმავთ, რომ ხალხი ვერ მოვიდეს, (ჯერ უაზრო მსვლელობა, არავინ რომ არ იცის და მერე ამ მსვლელობით გამოწვეული საცობებიდან გამოღწეულ ხალხს, 40 წუთში დაშლილი მიტინგი ხვდება) სრულიად მიზანმიმართულად ( არცოდნაც მაგ კატეგორიისაა) ეწევით, არა მარტო მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციას, რომ ის ქართველ ხალხს ფეხზე ჰკიდია, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ფასეულობების ნიველირებას ახდენთ მთელი მსოფლიოს თვალში.- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ყოფილი კგბ-ს აგენტების სკრიპალების მოწამვლის თაობაზე მსოფლიო დადგა ფეხზე და დღეს, პრეზიდენტის მოწამვლა, იგივე რუსული ძალის მიერ, თურმე სულ რაღაც ხუთასს ადამიანს აღელვებს. ამის დემონსტრირებას ახდენს თქვენს მიერ დაგეგმილი და “ განხორციელებული” მიტინგები.

იმიტომ შემოგითვალათ სააკაშვილმა დამანებეთ თავიო. მიხვდა რა მავნებლობა გამოვიდოდა აქედან.
სადმე პირი არ გააღოთ და არ თქვათ, რომ ხალხი არ გამოდისო.
ხალხი არ გამოდის ტაკიმასხარობაზე და უნიჭო მსახიობების პაროდიებზე. ხალხი გამოდი გამარჯვებისთვის ბრძოლისთვის და ის იქამდე ლიდერებს მიჰყავთ. ლიდერებს და არა პოლიტკარიერისტებს.

თქვენ ეს უკანასკნელიც ვერა ხართ. რომ იყოთ იმას მაინც მიხვდებოდით, რომ ოფიციალური წერილები უნდა აგზავნოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა მეგობარი ქვეყნის მთავრობებში, იქ უნდა იყოთ უკვე და რისხვის ზარებს რეკავდეთ. მაგისთვის ხართ პარტია, მაგიტომ იღებთ ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონს და მაგიტომ გთხოვთ ხალხი მოქმედებას. და არა თქვენი სამოსის და სიფათების გამომზეურებისთვის.
ეჭვი მაქვს, წერილი ან მიმართვა როგორ დაწეროთ ეგაც არ იცით.

ხოდა, მიმართეთ ზურა ჭიაბერაშვილს, (თმას რომ იგლიჯავდით, როგორ გაგვიბედა მოახლოვებაო), არ დაგზარდებათ და დაწერს. ისედაც წერს შეიძლება, მაგრამ ის არ წარმოადგენს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას და არა აქვს სათანადო ძალა და ლეგიტიმაცია.
წესით, აქ უნდა დავწერო, რისი და ვისი ბრალია მსგავსი მავნებლობა, მაგრამ ბრიყვები ფაფარს აიშლიან და დანარჩენებმა ისედაც იციან.
დღეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა, საკუთარი უსუსურობა საპროტესტო აქციით გამექარწყლებინა.
უარესი დამემართა." - წერს მაია ნადირაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის, ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქცია გაიმართა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან. 

15:00 საათზე დაწყებული აქცია, დაახლოებით 40 წუთში  დაიშალა.