2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს განიხილავს განაცხადა, რომ ყოფილი თბილისის მერი გიგი უგულავა ერეოდა სამხედრო ოპერაციებში.

მისივე თქმით, უგულავა ფსევდოგმირებს ლობირებდა. 

"თქვენ ხომ ატყობთ აქ არაფერი არ მაქვს,  არც მე და არც ბატონ გენერალ გოგავას, ერთი ჯილდო არ გვაქვს მიღებული. არის ხალხი ვინც ეს ჯილდოები მიიღო და ფავორიტები იყვნენ, უგულავასი (გიგი უგულავა. თბილისის ყოფილი მერი 2005-2013 წლებში. ) იქნებოდა თუ სხვისი ვინმესი" - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.