გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიზანი არის, იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ინეტერესები, ეს არის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, საქართველო ყოველდღიურად შანტაჟის, დაშინებისა და მუქარის ქვეშ არის, მათ შორის ერთ დროს მეგობრული ევროკავშირის მხრიდან.
„ახლა, ამ სტუდიაში მოვისმინე საკითხები, რომლებიც თემის გადატანის მცდელობა იყო. რატომ არ ვსაუბრობთ რუსეთზე? რუსეთზე არათუ ვსაუბრობთ, არამედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ [მოგვარდეს] ის პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, ოკუპირებული ტერიტორიები, რომლის საერთო ფართობი ავიდა 20%-მდე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. სწორედ აქედან გამომდინარე, ხელისუფლება იქცევა ძალიან ფრთხილად და წინა პლანზე წამოწია ის სუვერენული ინტერესები, რომელთა დაცვას ჩვენ გენეტიკურად გადაჩვეულები ვიყავით. გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიზანი არის, იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეს არის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.











