ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თავის გადაწყვეტილებაში ვერ იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის ატარებდა და ატარებს ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხაზს.“- ამის შესახებ  თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. 

„ცხადია, კაპიტალის მოგროვებაზე ორიენტირებული გიორგი კალანდარიშვილი თავის გადაწყვეტილებაში ვერ იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის ატარებდა და ატარებს ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხაზს, ეს იქნება ვენეციის კომისიის, ცხრა თითქმის რეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებით, რაც ასევე პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის , ჩვენი შვილების უკეთეს მომავალთან, ჩვენს ღირსეულ სიბერესთან, მაღალანაზღაურებად სამუშაოსთან, ეს იქნება ხელმისაწვდომი განათლება თუ ჯანდაცვა, ამ გადაწყვეტილებებში არის გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა 2024 წლის არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, კოალიციური მთავრობის სასარგებლოდ, რომელიც უსწრაფესად უზრუნველყოფს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჭირო რეფორმების გატარებას და ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ, რომ ანტიკორუფციული რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, უნდა ატარებდეს და იწყებდეს გიორგი კალანდარიშვილის ოჯახის დეკლარაციების შესწავლას, მათ შორის დედამისის შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის ასახული დეკლარაციაში, თუმცა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის პარტია აგრძელებს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საჭიროა მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და არა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.“ - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა