ჩანაწერები, რაც არის ევრონესტის რეზოლუციაში ჩვენთვის არის წითელი ხაზი - ჩვენ ვერ დავუშვებთ და ვერ მივიღებთ ქართველი ხალხის ნების უპატივცემულობას, რომელიც გამოხატული იყო, მათ შორის არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„საზოგადოებამ იცის სხვა რეზოლუციების შესახებ, რომელიც თავად ევროპარლამენტმაც მიიღო, თუმცა ამ ეტაპამდე, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას და ამით მათი ამგვარი მიდგომის, დამოკიდებულების და მათი პოლიტიკური ეგოების დაკმაყოფილების პროცესის გამართლებას.
რეალურად, ამ ტექსტით ევროპარლამენტი არა თუ საკუთარი მეზობლების არჩევნებს და ზოგადად, დემოკრატიულ ინსტიტუტებს აუქმებს პრაქტიკულად, ასევე იგი არ აღიარებს და აუქმებს თავად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგებსა და ზოგადად, ამ ინსტიტუციას“, - აღნიშნა მახაშვილმა.








