"საზოგადოება ხედავს, თუ როგორი უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ" - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება.
ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ კორუფციასთან ბრძოლა გაგრძელდება.
"საზოგადოება ხედავს, თუ როგორი უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ. ბატონი ლილუაშვილის დაკავება სწორედ ამაზე მეტყველებს, ვინაიდან, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დარტყმა ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი საზოგადოების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სადაც ასეთი ნიშნები იკვეთება, ეს წარსული იქნება, აწმყო იქნება თუ მომავალი, აუცილებლად ყველაფერზე მოვახდინოთ რეაგირება და დღევანდელი ბატონი ლილუაშვილის დაკავებაც ზუსტად ამაზე მეტყველებს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.








