ნინო ლომჯარია იმედს უჩივის! ამბობს, რომ იმედი იტყუება. მოდი გადავხედოთ ფაქტებს, რამდენად მართალი ან ტყუილი შეიძლება იყოს იმედის ინფორმაცია. ტელეკომპანიის ჟურნალისტების თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ: - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
1. ლომჯარია იმყოფებოდა გერმანიის ელჩთან.
2. საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას „ხალხის ვიზით დასჯის“ - უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
3. ლომჯარია ელჩმა თავისი ავტომანქანით საელჩოდან გააპარა.
4. ზაარბრიუკენის მოედანზე ლომჯარია საელჩოს ავტომანქანიდან თავის ავტომობილში გადასვეს.
იმედის ჟურნალისტის წყაროს მიერ მიწოდებული ამ ოთხი ინფორმაციიდან პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებებით დადასტურდა! რატომ არ უნდა დავიჯეროთ ის ერთიც?!
ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა?
რა შეიძლება იყოს ამ კითხვებზე პასუხი? მაგალითად ეს - ნინო ლომჯარია ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!
ვფიქრობ, ელემენტარული აზროვნება და ყველაფერი დღესავით ნათელია! - წერს ლევან მაჭავარიანი "ფეისბუკში".








