სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია მთლიანად აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ზურაბიშვილის იმედად არის დარჩენილი. ყველაზე „რეიტინგული“ ფიგურა ჰყავთ სალომე ზურაბიშვილი. შესაბამისად, მათ რაიმე წარმატებაზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ფაქტობრივად მთელმა საქართველომ გაშიფრა, რომ მთლიანად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთითა და იმავე ვერტიკალით იმართება და თავიდან ბოლომდე ასრულებენ უცხოელების დავალებებს. როგორც ოპოზიციას არ აქვს არაფრის რესურსი, ასევე არ აქვს არაფრის რესურსი ქალბატონ ზურაბიშვილს. არანაირი მხარდაჭერა და არანაირი ავტორიტეტი. ბოლომდე განულებული და გამარგინალებული არიან და მნიშვნელობა არ აქვს, ქალბატონი ზურაბიშვილი დაიბრალებს ლიდერობას, გვარამია თუ სააკაშვილი, მათ მიმართ ხალხის ნდობა აბსოლუტურად განულებულია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: პოლიტიკური გაერთიანების სათავეში ყოფნისთვის მე ვარ იდეალური ყველასთვის, სხვა არავინ არ არის, თან 75 წლის გავხდები მალე, დიდი დრო არ გამაჩნია და არც დიდი ამბიცია








