ვეტოს დაძლევის მექანიზმის საკითხზე მუშაობა მიდის და საბოლოო შედეგი არ ვიცით, თუმცა საბოლოო შედეგი ის თუ იქნება, რასაც აანონდებენ, ეს ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია, როგორიცაა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის შეზღუდვა და ვეტოს თავიდან აცილების მექანიზმი, კანდიდატ ქვეყნებს კითხვის ნიშნებს უჩენთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“გავიხსენოთ, რომ დღევანდელი პოზიცია, რაც ჯერ ევროკავშირს არ გადაუხედავს არის, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უნდა აიკრძალონ. შესაბამისად თუ მომავალმა წევრმა ურთიერთობა უნდა აიკრძლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან და ამავე დროს ვეტოს უფლება არ ჰქონდეს, კითხვის ნიშნები გაჩნდება იმ სურვილებთნ დაკავშირებით, რაც კანდიდატ ქვეყნებს აქვთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პოზიცია უფრო მკაფიო ყოფილიყო და ოფიციალირ პირებს უფრო მეტი განმარტება გაეკეთებონათ”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.