„რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, „ღალატის ქრონიკა“ ქვეყნის წინა ხელისუფლებას მხოლოდ ომის დროს არ დაუწყია.
განეხორციელებინა საქართველოში. ქვეყნის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გადამწყვეტი ხმა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. რიტორიკით ძალიან მარტივია, ვიღაცას რაღაც დააბრალო, თუმცა ამ რადიკალურ ძალებს არანაირი ფაქტი და მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ გააჩნიათ. შევეჩვიეთ უკვე, რომ რაღაც აღქმების თეორიის თავსმოხვევას ცდილობენ ხოლმე მოქალაქეებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოსდით. ყველაზე კარგად ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები და ის, რომ ნდობის მანდატი კვლავ „ქართულ ოცნებას“ აქვს მინიჭებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი მმართველ პარტიას ადანაშაულებენ, რომ „რუსეთს ხმამაღლა არ აგინებენ“.
„მივმართავ კოლეგებს „გახარიას პარტიიდან“ - თქვენც გვსაყვედურობთ ხოლმე, თუ რატომ არ ვაგინებთ ხმამაღლა რუსეთს. თუ გწამს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები შეგიძლია დაიბრუნო, ამ შემთხვევაში, არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამის შანსს შეამცირებს. თუ შენ იცი, რომ რუსეთი აგრესორია და მას მხოლოდ საბაბი სჭირდება, რომ კიდევ ერთი სამხედრო აგრესია განახორციელოს, ეს საბაბი რატომ უნდა მისცე? ამას ხომ უგუნური პოლიტიკა ჰქვია, რასაც ზოგადად აგენტურა, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, თქვენ გვთავაზობთ? ჩვენ ასეთი მეზობელი გვყავს, გვაქვს ასეთი რეალობა და მოცემულობა. ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ემოციებს ავყვეთ და ისეთი განცხადებები ვაკეთოთ, რაც ამის ალბათობას შეამცირებს. არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რისკები გავზარდოთ. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო. ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხვდება ამას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.




