„არა კალაძის საცობებს!“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საცობებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ბრიფინგი გამართა.“
“უკიდურესად მძიმე პრობლემაა საცობები და საქართველოს მოქალაქეს, თბილისში მაცხოვრებელს ერთი საათით, საათ-ნახევრით ადრე უწევთ გასვლა კონკრეტული მისამართიდან მისამართზე რომ მივიდეს. ყოველ დილით, 8 საათიდან 11 საათამდე ფაქტობრივად არის ჯოჯოხეთი და გაუსაძლისია გადაადგილება აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე, ასევე საღამოს 5 საათიდან 9 საათამდე ფაქტობრივად რამდენიმე საათს ადამიანები ატარებენ საცობში და ცხადია, ეს ყველაფერი არის კორუმპირებული კალაძის და მისი დედაქალაქის მთავრობის დამსახურება.
საცობებია აბსოლუტურად ყველგან, დაწყებული ავლაბრის აღმართიდან, გაგრძელებული მარჯვენა თუ მარცხენა სანაპიროზე, საბურთალოზე, გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილზე, აბსოლუტურად ყველგან არის დედაქალაქში საცობები და ადამიანებს ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილის გატარება უკვე უწევთ საცობებში, რადგან კალაძემ რაღაც მოიპარა, კალაძემ რაღაც ისე არ გააკეთა, კალაძემ რაღაცის მშენებლობა დაიწყო და 3-4 წელი თავი ვერ მოაბა, კალაძე დაჰპირდა მათ შორის დედაქალაქის მცხოვრებლებს, რომ მიწის ზედა მეტროს გააკეთებდა, მათ შორის რომ უნდა გაკეთებულიყო ვეფხი და მოყმის ძეგლიდან მაგისტრალი, რომელიც არ გაკეთდა, ასევე ლაგუნასთან ამბობდნენ, რომ გააფართოებდნენ იქ გზას, დაჰპირდნენ ოთხ ზოლიან გზას, თუმცა ფაქტობრივად გაუვალია ეს ადგილი 8-დან 11-მდე და შემდეგ უკვე 5-დან 9 საათამდე. ასევე, შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ასევე გაჩერებული აქვს დედაქალაქის მერს და ყველა საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ყველა წუთი, ყველა საათი, რომელსაც კარგავთ საცობებში არის დედაქალაქის მერის, კახი კალაძის დამსახურება და იმ კორუფციული მოქმედებების, რომლითაც ჯიბეებს ისქელებს კახი კალაძე, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის პროექტები, რომლებზეც მე ახლა ვსაუბრობ, შემოვლითი რკინიგზიდან დაწყებული, ვეფხი და მოყმესთან გასაკეთებელი ხიდით, რომელსაც ასევე ჰპირდებოდა მოსახლეობას, ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოება, სხვადასხვა ესტაკადების, ხიდების, გვირაბების მოწყობა უმნიშვნელოვანესია დედაქალაქში მცხოვრებელი ასი ათასობით ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ავტომობილით.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა