“ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიცად“ - როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინის რეჟიმს, ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ასე მოიქცნენ დღეს თბილისის ცენტრში - დააკავეს შოთა თუთბერიძე, რომელიც უბრალოდ იჯდა და ხელში ეჭირა ბანერი.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„წარმოუდგენელი რამე ხდება ქვეყანაში, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს ჩვენი სანაქებო, პატივსაცემი პოლიცია გადააქციეს „მილიცად“ - როგორც პუტინის მოსკოვში ხდება, რომ თუ აპროტესტებ პუტინს ან ხელისუფლებას, რომ ეცემიან და მიათრევენ ადამიანებს, ზუსტად ისე აკეთებენ აქაც, დედაქალაქის ცენტრში საქართველოში. თუ რამეს გააპროტესტებთ - ირაკლი ღარიბაშვილის გარუსებას, მოღალატეობრივ რეჟიმს, აუცილებლად დაგაკავებენ და გაუკეთეს იგივე შოთა თუთბერიძეს. შოთასთან ერთად სხვა ადამიანებიც დააკავეს, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და ამ ადამიანებს თავისუფლება არის მნიშვნელობა, მართლა რა სიგიჟეა, მთელმა საქართველომ ნახა პირდაპირ ეთერში, როგორ დააკავეს შოთა თუთბერიძე ადვოკატი, რომელიც იქეთ იცავს ადამიანებს. იჯდა უბრალოდ, ბანერი ედო ფეხებთან, ეცნენ პოლიციელები და ეს პოლიციელები სხვათა შორის რიგითი პოლიციელები კი არ იყვნენ, საპატრულოს უფროსია ბატონი ჯოხაძე, რომელმაც ეს დავალება მიიღო და შეასრულა. დავალებას ვისგან იღებს? რუსი გომელაურისგან, რომელიც რუსეთის უშიშროების გენერლებს დაატარებს და კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ არ უნდათ რუსეთში ცხოვრება, უნდათ ევროპული ღირებულება, დემოკრატია , იმათ აკავებენ.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ეხება ყველას, ყველას სახლთან მოვა ეს უსამართლობა და მოსულია უკვე, ზოგან გაჭირვების გამო და ემიგრაციაში გაქცევით, ზოგან რომ სამართალს ვერ პოულობენ, უკიდურესად სოციალური მძიმე მდგომარეობაა საზოგადოებაში და ეს უსამართლობა არ დამთავრდება მანამ, სანამ სრულიად საზოგადოება არ გაერთიანდება კრიმინალური რეჟიმის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.