„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც მსჯავრდადებული "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეუძლია 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება და გაათავისუფლოს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს, მაგალითად, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია. შესაბამისად, დღეს ნიკას თავისუფლებისთვის იმართება აქცია.
მნიშვნელოვანია, რომ სალომეს როდესაც უნდა, რომ წარმოადგინოს საქართველო და იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ მარტო ლაპარაკით არა, საქმითაც უნდა დაამტკიცოს ეს და ეს ინსტრუმენტი არის მის ხელში, შესაბამისად, უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს", – ლევან ხაბეიშვილმა.