„რეჟიმი გადასულია შეტევაზე - ხალხის დაშინებას ცდილობს დაკავებით, ცემით, ამიტომ პროტესტი უნდა გახდეს უფრო მეტად მძლავრი, უნდა იყოს გაფიცვები, აქცია-პერფორმანსებით არ გამოდის საქმე ასეთ მძიმე რეჟიმებთან, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„რეჟიმი იქცევა ასე, მუდმივად ცდილობენ, რომ წნეხის ქვეშ ჰყავდეთ ადამიანები და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მათი მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დევნილები. ახლა საინფორმაციო პროპაგანდა აწყობილი აქვთ, რომ იჭერენ, დევნიან - შეტევაზე არიან, ამიტომ საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს შეტევა და მათ შორის ის, რაც მათ სტკივათ. მე მესმის, რომ თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობაში ყოფნა არავის არ მოსწონს, მაგრამ ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა, რომელიც უნდა დავიცვათ, ამიტომ სწორედ, რომ გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, მაგალითად რკინიგზაში, პორტებში და ასეთი აქციებია საჭირო, რომ რეჟიმს წინააღმდეგობა გავუწიოთ. აქცია-პერფორმანსებით არ გამოდის ეს საქმე ასეთ მძიმე რეჟიმებთან“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.